ტურები საქართველოში

Tours in Georgia-1


გსურთ, უცხოელ სტუმრებს ულამაზესი საქართველო დაანახოთ? მოგვმართეთ, და ჩვენ საინტერესო, მხიარულ და გასართობ ტურებს ჩავუტარებთ მათ. თქვენი თხოვნებისა და სურვილების შესაბამის პროგრამას შემოგთავაზებთ.
ჩვენი ტურების არასრული ჩამონათვალი:
• საფეხმავლო ტური „გამორჩეული თბილისი“
ტური ძველ ქალაქში, ულამაზესი აივანი-გადმოსახედი რიყის მოედანსა და მეიდანზე, ძველმანების ბაზრობა მშრალი ხიდი (შაბათ-კვირას), ახალი ტიფლისის ტერიტორია. ვისადილებთ არატურისტული უბნის რესტორანში, სადაც როგორც ამბობენ თბილისში საუკეთესო ხინკალს ამზადებენ.
ტურის ხანგრძლივობა: დილის 11 საათიდან საღამოს 4-5 საათამდე.

• შოპინგ ტური „საუკეთესო ქართველი დიზაინერებისგან“
ტური არატურისტულ უბანში, სადაც ქართველი დიზაინერების ბრენდული მაღაზიებია განლაგებული. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები. შემდეგ ჩვენ წაგიყვანთ ქართული ჩაის მაღაზია-მუზეუმში, სადაც იყიდება ჩაის იშვიათი ჯიშები, ასევე მცენარეულთა ჩაი და შავი, მწვანე და თეთრი ჩაი, რომელიც გადის ექსპორტზე ჩინეთში. და ბოლოს, ღვინის მაღაზიაში შემოვიხედებით, სადაც თქვენ გელოდებათ ღვინის უფასო დაგემოვნება და ღვინის დიდი არჩევანი.
ტურის ხანგრძლივობა: დილის 11 საათიდან დღის 3 საათამე.

გასვლითი ტურების მაგალითი მარშრუტები:
მცხეთა, გორი-უფლისციხე
ჟინვალი-ანანური-ფასანაური-გუდაური-სტეფანწმინდა-გერგეთის სამების ეკლესია
სიღნაღი-ბოდბე-ღვინის დეგუსტაცია ერთ-ერთ ქარხანაში – ილიას ტბა
გომბორი-ძველი და ახალი შუამთა- თელავი-წინანდალი-გრემი-ნეკრესი


Tours in Georgia-2


თქვენი შეტყობინება

თქვენი სახელი

თქვენი E-MAIL