«თაფლობის თვე», რა შეიძლება ჟღერდეს ამ სიტყვებზე უფრო ტკბილად?..
09 Jun 2015

«თაფლობის თვე», რა შეიძლება ჟღერდეს ამ სიტყვებზე უფრო ტკბილად?..

დროის სიმცირის გამო დღეს „თაფლობის თვეს“ შეიძლება „თაფლობის კვირაც“ კი ვუწოდოთ. სად მოისურვებს ახლადდაქორწინებული წყვილი დატვირთული განრიგის შემდეგ განტვირთვას? საბედნიეროდ ეს საქართველოში პრობლემას არ წარმოადგენს.

წლის ნებისმიერ დროს ულამაზესია ბორჯომი, სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი კურორტი. რა შეიძლება იყოს პომპეზური დღესასწაულის შემდეგ ასეთ წყნარ და მშვიდ გარემოზე უკეთესი? ზაფხულის ბორჯომში  სიმწვანეში ჩაძირული და წიწვოვანი საფარის სუფთა ჰაერით გაჯერებული გარემო გელით. ზამთარში – ზღაპრული ტყე, მთვარემდე აზიდული თოვლით დაფარული ფიჭვები და ფიფქებივით მოციმციმე ვარსკვლავები. თქვენ გელით ბორჯომის ხეობის სტუმართმოყვარე და კომფორტული საოჯახო სასტუმროები, სადაც  ახლადდაქორწინებულთა ნომერს დაგახვედრებენ. დილიდან კი პარკში გასეირნებას, საუზმეს, ბორჯომის ბუნებრივი წყაროს მინერალური წყლის დაგემოვნებას შეძლებთ, რის შემდეგაც საბაგირო გზით პლატოზე ახვალთ და თქვენს თვალწინ გადაშლილი ბორჯომის ხეობის განუმეორებელი ხედით დატკბებით. იქვე დაგვხვდებათ მყუდრო რესტორანი, რომელიც უგემრიელესი ეროვნული კერძებით გაგიმასპინძლდებათ. ასეთ ღვთაებრივ გარემოში ერთ კვირიანი დასვენების და ძალების მოკრების შემდეგ თამამად შეძლებთ საოჯახო ცხოვრების დასაწყებად შინ დაბრუნებას!


Admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *