საქორწილო კონსულტაცია

საქორწილო სამზადისში ბევრი კითხვა ჩნდება, რომელზე პასუხის გაცემაც ნეფე-დედოფალს უჭირს. მაგალითად, ქორწილის სტილის განსაზღვრა, საქორწილო ცერემონიისთვის შესაფერისი ადგილის შერჩევა,  ფლორისტის მოძებნა, პატარძლისთვის ექსკლუზიური სტილის მოფიქრება. ბევრი სხვადასხვა შინაარსის კითხვა შეიძლება დაიბადოს და ეს ნორმალურია.

ჩვენს მიერ შემოთავაზებული მრავალფეროვანი მომსახურება  და ჩვენი ექსპერტების პროფესიონალიზმი სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

ჩვენი სააგენტო გთავაზობთ ორ საათიან საქორწილო საკონსულტაციო მომსახურებას. მისი შეკვეთა შეუძლიათ როგორც შეყვარებულ წყვილს, ასევე მათ მშობლებს, მეგობრებს და ნებისმიერ გულშემატკივარს, რომლისთვისაც  მნიშვნელოვანია  საყვარელი ადამიანების ქორწილის ულამაზეს დღესასწაულად ქცევა.

დაგეგმვის ეტაპები მოიცავს შემდეგს:

  • ინდივიდუალური საქორწილო სტილის შერჩევა
  • საქორწილო ადგილის შერჩევა
  • ცერემონიის ცალკეული ზონის დიზაინი
  • ქორწილის ბიუჯეტის მართვა
  • ნეფე-დედოფლის იმიჯზე ზრუნვა
  • დროში გაწერილი საქორწილო სცენარი
  • საქორწილო სცენარის მომზადება
  • ფოტო და ვიდეო გადაღება, ცალკეული სესიები
  • „სიყვარულის ისტორიისთვის“ იდეალური სცენარისა და შესაფერისი ადგილის შერჩევა
  • საქორწილო ცერემონიისთვის ინდივიდუალური სცენარისა და მუსიკის შერჩევა
  • DJ, თამადა, გასართობი შოუ-პროგრამა
  • საქორწილო ტრანსპორტი
  • სტუმრის სიისა და ღონისძიებაზე ადგილის განკარგვა
  • პატარძლისთვის თავის მოვლასთან დაკავშირებული რჩევების გაზიარება
  • თაფლობის თვე

ყველა მოყვანილი ჩამონათვალის დასამუშავებლად საჭიროა ხუთი-ექვსი 2-2.5 საათიანი კონსულტაცია,  სურვილის შემთხვევაში თქვენს სამსახურში  უფრო ხანგრძლივი დროითაც გვიგულეთ.

ასევე შეგვიძლია შემდეგი სახის კონსულტაციების შეთავაზება:

  • ფლორისტის მომსახურება
  • დეკორატორის მომსახურება
  • სტილის ექსპერტის მომსახურება
  • კულინარისა და სომელიეს მომსახურება

საქორწილო კონსულტაციის საფასური:

  • 1 შეხვედრა – 25 ლარი
  • 5 შეხვედრა 100 ლარი.
11055298_367609110105643_6800813806769451655_n