ჩვენს შესახებ



ჩვენ მოხარული ვიქნებით, თქვენი ქორწილის ნაწილი გავხდეთ. შევასრულებთ ყველაზე რთულ, რუტინულ სამუშაოს, თქვენ კი ისიამოვნებთ სამზადისის პროცესით.

ჩვენი მისია

ჩვენ თქვენს გვერდით ვიქნებით საქორწილო სამზადისის ყოველ ნაბიჯზე – ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს ღონისძიებაზე, გავითვალისწინებთ ქორწილის დაგეგმვისათვის აუცილებელ თითოეულ წვრილმანს. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ თქვენს მოთხოვნებს, სურვილებსა და საჭიროებებს. მოგისმენთ და შემოგთავაზებთ ბრწყინვალე იდეებს. დეტალურად შევისწავლით ყველაფერს და თქვენს ფიქრებად ვიქცევით, თავისუფლებას მივანიჭებთ თქვენს ემოციებს და მხარს დაგიჭერთ ყველაზე თამამი იდეების განხორციელებაში. ჩვენ შეგვიძლია აგიხდინოთ ოცნებები და დაგიგეგმოთ იდეალური დღე.

ჩვენი გუნდი

ჩვენი ივენთ-კომპანიის მიზანია ადამიანებისთვის სიამოვნების მინიჭება. ჩვენი გუნდი ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა ზედმიწევნით შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და დღესასწაულად გიქციოთ თქვენთვის მნიშვნელოვანი დღე. მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალკვალიფიციური მომსახურების შედეგად გამოვირჩევით მრავალრიცხოვანი დამკვეთთა სიით.

ინა

ხელმძღვანელი

სვეტლანა

ივენთ მენეჯერი

ანა

ივენთ მენეჯერი

დაგვიკავშირდით

დაგვირეკეთ ნომერზე +995 555 77 73 73

მოგვწერეთ: pr@weddingingeorgia.ge

Your Message

Your Name

Your email